მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ისტერიკას, მაგრამ თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, ...

ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ისტერიკას, მაგრამ თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, არანაირი გაყალბება მას არ უშველის

Published on

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს,არჩევნები, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, შემოატრიალოს არა ვინმეს გასარიყად, არამედ პირქით, საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, სამართთლიანობისთვის, ადამიანის ღირსებისა და განსხვავებული ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრებისთვის – ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ყველაფერს პასუხობს და ამის გარანტი არის ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას. – ამბობს დროას ლიდერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ხმის მიცემის შემდეგ.

ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ისტერიკას – ახლა აღმოჩენილი იყო პირადობის მოწმობები, რომელიც იყო გაყალბების ერთ-ერთი სქემა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის კარუსელისთვის დამზადებული. სისტემური დანაშაულია, იმიტომ, რომ იუსტიციის გარეშე ეს არ გამოდის, მაგრამ ყველას ვარწმუნებ, თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება ქართულ ოცნებას არ უშველის. […] მართლა გულწრფელად მაქვს მოლოდინი იმ ცვლილების, რასაც იმსახურებს და რაც უნდა ჩვენს საზოგადოებას. ზოგჯერ არის ხოლმე განწყობა, რომ “ჩემ გარეშე გადაწყდება” – მთავარია, ასე არ ჩათვალოს არავინ. როცა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, რომ ჩაეთვალათ, რომ “ჩემ გარეშე გადაწყდება”, ვერასოდეს ვერ მოიპოვებდნენ დამოუკიდებლობას. დღესაც თითო ხმა და თანამონაწილეობა ამ ცვლილებებში, უკეთესობის შექმნაში არის მნიშვნელოვანი.”

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...