მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ქართველი ხალხი დაიცავს - ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ქართველი ხალხი დაიცავს – ნიკა მელია

Published on

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ქართველი ხალხი დაიცავს აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარიე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ. შესაძლებელია, ბევრი ადამიანი მხარს უჭერდეს დღეს კოალიციას, შესაძლებელია, ბევრი ადამიანი სიტუაციურად უჭერდეს მხარს კოალიციას და ხვალ და ზეგ სხვა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი, მაგრამ ასეთი კატეგორია ამომრჩევლებისა, მე ვიცი დანამდვილებით, რომ მხარს უჭერენ კოალიციას.

მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ბევრი ადამიანი თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ, არის შემდეგი — მოვწონვართ ჩვენ ბევრს, თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით ღარიბაშვილის, განსაკუთრებით კობახიძის, განსაკუთრებით ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების ხელით”, — განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან, 30-ე დღეა შიმშილობს. გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სააკაშვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს იღებს ყველა იმ სითხეს, პრეპარატსა და აბს, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...