მთავარისიახლეებიპოლიტიკაკოალიციური მთავრობის მოდელი ცენტრალურ დონეზეც უნდა იყოს წარმოდგენილი - ნიკა მელია.

კოალიციური მთავრობის მოდელი ცენტრალურ დონეზეც უნდა იყოს წარმოდგენილი – ნიკა მელია.

Published on

ნიკა მელიას განცხადებით, კოალიციური მთავრობის მოდელი თბილისში მალე დაამტკიცებს, რომ მმართველობის ეს ტიპი ცენტრალურ დონეზეც უნდა იყოს წარმოდგენილი.

ნიკა მელიას თქმით, კრწანისის რაიონში, სადაც ხმების დათვლა ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა, კოალიცია იმარჯვებს.

კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე დათვლილი ხმების შედეგად, უბრალოდ იქ მეტი ბრძოლა გვჭირდება. აქაც კი ჩანს, სადაც ადამიანის უხილავი, ან ხილული ხელი ვერ ერევა, “ოცნება” ვერაფერს ხდება.

დიდი მადლობა თითოეულ აქ მყოფ ადამიანს და  ჩემს მეგობარს ათი ათასობით თბილისელს და არამხოლოდ თბილისელს, ვინც გმირობა ჩაიდინა. მინდა, რომ ამირეიდან, მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობა იქნება, ძალიან მალე ჩვენი საქმით დავამტკიცოთ, რომ კოალიციური მმართველობა ღირსია, იყოს ცენტრალურ დონეზეც წარმოდგენილი და შემდეგი არჩევნები აღარ ჩატარდეს ცემა-ტყეპის ფონზე, სიველურეა ეს ყველაფერი და მრცხვენია “, – განაცხადა ნიკა მელიამ კოალიციური  გუნდის ლიდერების ბრიფინგზე

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...