ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 17,18%-ია, რაც რაოდენობრივად 358 782 ამომრჩეველია.
პირველ ტურში ამ პერიოდის აქტივობა 17,72% იყო, ხოლო წინა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში იგივე მაჩვენებელი 11,55% გახლდათ.