უკრაინაში სააკაშვილის დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება

0
256

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს უკარინელმა პოლიტიკოსებმა მოინახულეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რადას დეპუტატმა, ალექსნდრ კოვალჩუკმა, მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უკრაინააში სააკაშვილის დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება.

ამ შეხვედრის მიღწევა რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით. კარგია, რომ ის შედგა, რადგანაც საკუთარი თვალებით დავრწმუნდით, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ჩვენთან საუბრის დროს სააკაშვილი კედელს ეყრდნობოდა. მისი ძალები დასუსტებულია. ცუდია იმის ხილვა, როგორ ტოვებს ადამიანს ძალა. თუმცა, ის ბრძოლას არ წყვეტს.

რატომ არის ეს ბრძოლა? გაოცებულები ვართ, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო პროცესს? ან რატომ აუკრძალეს სატელეფონო საუბრის უფლება.

შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს სამედიცინო შემოწმება და ნორმალურ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც არის მედიკამენტები და ექიმები და უკრაინაში მისი დაბრუნება.

ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული გზავნილები სააკაშვილის, რომელსაც უკრაინაში ჩავიტანთ.

უკრაინაში გროვდება ხელმოწერები, არის ტექსტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს. – განაცხადა ალექსანდრ კოვალჩუკმა, რადას დეპუატატმა.

წინა სტატიაკიდევ ერთ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას მანქანაში იარაღი ჩაუდეს და აიყვანეს – რეპრესიები გრძელდება
შემდეგი სტატიაგერმანული გამოცემა -“ქართული ოცნება” ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური