მთავარისიახლეებისააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს

სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს. მისი მიმართვა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

“როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის.

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს”, – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მთავრობამ სამედიცინო კონსილიუმი შექმნა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ, რასაც არ ეთანხმებიან ადვოკატები. მათი თქმით, გლდანის ციხეში არაა შესაბამისი პირობები, რომ მოშიმშილე ადამიანს უმკურნალონ, ამასთან, არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრი რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა “დადგმული აქვს”. ამასთან, სამოქალაქო კლინიკაში ისინი ვერ შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...