მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოშიმშილე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ციხიდან აზანზარებს" - BBC მიხეილ სააკაშვილზე

“მოშიმშილე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ციხიდან აზანზარებს” – BBC მიხეილ სააკაშვილზე

Published on

BBC საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. ავტორი მიხეილ სააკაშვილის ისტორიაზე, მის ბიოგრაფიაზე, კარიერულ აღმასვლასა და საქართველოში დაბრუნებაზე წერს.

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საბოლოო დაჯილდოვდნენ, მათი გმირის დანახვით, როდესაც ის გასულ კვირას ციხის საკნიდან, გისოსებს მიღმა ფანჯარაში გამოჩნდა რუსთავის ციხეში. “მიშა! მიშა!” – სკანდირებდნენ ისინი.
ციხის მცველებმა ის თვალთახედვის არედან გაიყვანეს, მაგრამ მანამდე ის გაღიმებული, ხელებით გულს აჩვენებდა ხალხს. გისოსებს მიღმაც, ის აგრძელებს “ჰედლაინების” შექმნას “- წერს ჟურნალისტი,

სააკაშვილი მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს – ნათქვამია სტატიაში.

დაბრუნება უკან, რუსეთის ორბიტაზე
დაბრუნების შემდეგ ის შიმშილობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია.
“რატომ დავთმე ჩემი თავისუფლება და ჩემი, როგორც უკრაინის მთავრობის წევრის, რომ ჩემ სამშობლოში სინდისის პატიმარი გავმხდარიყავი?” დაწერა მან შიმშილობის მე-17 დღეს.
“არ შემეძლო შორიდან ყურება, მანამ სანამ ქვეყანა, რომლის აშენებაზეც ამდენი ვიმუშავე, წარუმატებელი, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ახალ დასავლურ დემოკრატიამდე და აშშ-ს მტკიცე მოკავშირემდე, ისევ რუსეთის ორბიტაზე გადავიდა”.
მისი ადვოკატები და ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხოლო “ქართული ოცნების” მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს საგა არის დროული პოლიტიკური თეატრი. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის შიმშილობას შაბათის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ “მოჩვენებითი ქრონიკა” უწოდა.
ყოფილ პრეზიდენტის “როგორც ჩვეულებრივ პატიმრის” გათავისუფლებაზე მან თქვა, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა შოუ: “გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, სააკაშვილი დღის წესრიგში აღარ იქნება”.
მტერი N1
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მის გასაჩუმებლად, მათ შორის, საკნის ფანჯრებს ბურავს და ართულებს გარე სამყაროსთვის შეტყობინებების გადაცემას.
ოთხშაბათს სააკაშვილის იურიდიული გუნდის წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლაზე უარი ეთქვა.
“პირველად გამოვცადე ქართული სტუმართმოყვარეობა”, – ჩიოდა უკრაინელი ადვოკატი, ევგენ გრუშოვეცი.
“2013 წლის ბოლოს საქართველოდან წასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იყო ნომერ პირველი მტერი ქვეყნის მმართველი პარტიის – “ქართული ოცნებისა” და მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილისთვის” – ნათქვამია სტატიაში.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...