მთავარისიახლეებიპოლიტიკამისი ბედი სახელმწიფოს სამომავლო განვითარების ბედს უკავშირდება - მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილზე

მისი ბედი სახელმწიფოს სამომავლო განვითარების ბედს უკავშირდება – მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

ფოთისა და ხობის ეპაქრიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მას არა აქვს სურვილი, იგლოვოს ახალგაზრდა მესამე პრეზიდენტი და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 29-ე დღეა, შიმშილობს.

“ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას…

მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მიუთემეტს ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.

მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...