“რა ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა” – იან კელი ღარიბაშვილის განცხადებაზე თვითმკვლელობის შესახებ

0
278

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, წერს, რომ ეს მთავრობის მეთაურის ამაზრზენი და უპასუხისმგებლო განცხადებაა.

“რა ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ეს ნათქვამი”, — წერს კელი ტვიტერზე.

გუშინ, 28 ოქტომბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. ღარიბაშვილის თქმით, “თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას”.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე
შემდეგი სტატიაბრიფინგი სუს-ში: “დაწყებულია გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური