მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ში სუსს პასუხობენ: "სრული ბოდვაა, არავის მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის...

ენმ-ში სუსს პასუხობენ: “სრული ბოდვაა, არავის მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის უფლებას ”

Published on

ენმ-ში სუსს პასუხობენ:

სრული ბოდვაა, რომ რუპორით ბესო წერედიანი აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას., ასე ბოდავდნენ 2014, 2016, 2017, 2018 წლებში დაწყებული ჭიკაიძიდან, გაგრძელებული პრემიერით და დამთავრებული პროკურატურით -სუს-ის ის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილის უწყებამ სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.

როგორც ლევან ხაბეიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში არაფერია ნათქვამი ისეთი, რაც ენმ-ს წევრებს ხმამაღლა არ უთქვამთ – დიახ, არ მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის უფლებას რუსებს და აქ მის წარმომადგენელ ივანიშვილ-ღარიბაშვილს – ამბობს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, გამოიყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა უფლებას მესამე პრეზიდენტის დასაცავად, მათ შორის აქციებსაც:

“დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვსაუბრობთ, მაგალითად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას, რაზეც ოცნებობს ღარიბაშვილი და გუშინ ეს წამოცდენაც ჰქონდა, არ მივცემთ და ცხადია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მისი გადაყვანა არ მოხდეს გლდანის დაწესებულებაში, რომელიც მთლიანად კრიმინალების გავლენის სფეროა. ეს ცხადია და ამისთვის კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას, მათ შორის აქციასაც და მანქანების კოლონით გადაადგილებასაც და პროტესტს რა თქმა უნდა განვახორციელებთ.” – ამბობს ხაბეიშვილი.

მან ამ მუხლით, “ქართული ოცნების” მიერ დაწყებული გამოძიებებიც გაიხსენა – საბურავების რევოლუციიდან ეს ხალხი მივიდა ბესო წერედიანის მეგაფონით გადატრიალებამდე – ამბობს ხაბეიშვილი.

გზების ბლოკირება ქაოსის შექმნის მიზნით – სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...