მთავარისიახლეები,,ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადება

Published on

30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის

30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება – ამის შესახებ განცხადებას კომპანია აქვეყნებს
“კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულები იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური ნომერი 577 35 51 51, სადაც ყველა შტაბს შეუძლია დაკავშირება და ობიექტური ინფორმაციის მიღება.
,,სამწუხაროა, რომ 3600 უბნიდან 3-4 უბნებზე ელექტროენერგიის ავარიული წყევტის შემთხვევა, ფასდება ორგანიზებულ მოქმედებად, რასაც კომპანია კატეგორიულად გამორიცხავს. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას” სადისტრიბუციო ქსელი 55 000 კილომეტრს აღემატება და ამ მასშტაბის და სირთულის ინფრასტრუქტურის ოპერირებაში, ავარიული გათიშვების გამორიცხვა
თეორიულადაც შეუძლებელია. კომპანიის მიზანია ასეთ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება.“- აღნიშნავენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“. ასევე აღსანიშნავია, რომ არაერთ შემთხვევაში ადგილი აქვს საარჩევნო უბნის შიდა ქსელის დაზიანების გამო ელექტროენერგიის წყვეტას. აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას, თუმცა როგორც წინა, ასევე
მომავალი არჩევნების დროს კომპანია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მოახდენს მაქსიმალური დახმარების გაწევას.
კომპანიის პასუხისმგებელი პირებს, მჭიდრო კავშირი აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მთავარი დისპეჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებლთან. თუ უამინიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის
ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...