მთავარისიახლეებიცოცხებით გაუპატიურება არ მომხდარა, ბედუკაძემ გვათამაშა ვიდეოში - პატიმრის აღიარება 9 წლის...

ცოცხებით გაუპატიურება არ მომხდარა, ბედუკაძემ გვათამაშა ვიდეოში – პატიმრის აღიარება 9 წლის შემდეგ

Published on

ციხეში ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა – ამის შესახებ ვრცელ ინტერვიუს 2012 წელს გადაღებული ცნობილი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი აცხადებს. პატიმარი გია ყაზარიშვილი, რომლის ვიდეომასალამაც 9 წლის წინ საქართველო შეძრა, ამბობს, რომ სცენა დადგმული იყო.

პატიმარმა დუმილი საგამოძიებო ჟურნლისტიკის ბიუროსთან ინტერვიუში დაარღვია და აღწერა, როგორ ათამაშა ლადო ბედუკაძემ გაუპატიურების როლი. საქმე ეხება მხოლოდ ცოცხის ეპიზოდს რომელიც უკვე 9 წელია ქართული ოცნების პოლიტიკური განცხადებების მთავრი სიმბოლოა.

სპორტული შარვალი ჩამიწია, საცვალი არ ჩაუწევია, ჩამიდო ფეხებში და გადამიღო სურათი”, – ამბობს პატიმარი.

ინტერვიუ გია ყაზარიშვილმა “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორს, ეილოს კილაძეს მისცა. კილაძის თქმით, რეალურად საკანი N5 არ არსებობს და ეს პატიმარმაც დაადასტურა.

ჩვენ ყველანი ვეჭვობდით, რომ ცოცხებით გაუპატიურების სცენა, რომელიც ლადო ბედუკაძემ შემოგვთავაზა და რომელმაც რეალურად შეცვალა 2012 წელს პოლიტიკური ლანდშაფტი და “ქართული ოცნება” მოიყვანა ხელისუფლებაში, იყო დადგმული, მაგრამ ამის დოკუმენტალური მტკიცებულება არ გვქონდა. ის დაჯდა და მოყვა, რომ ეს სცენა არის დადგმული, რომელმაც ყველა სტრესში ჩაგვაგდო, ლადო ბედუკაძემ გადაიღო რამდენიმე დუბლი, რომ ცოცხების სცენა გამოსულიყო ასეთი შთამბეჭდავი, რამდენიმე დუბლის შემდეგ საუკეთესო ვარიანტი ამოარჩია და შემოგვთავაზა, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა. არანაირი საკანი N5 არ არსებობს, ის იჯდა მე-15 საკანში და ესეც იყო ბედუკაძის ინსცენირების და რუსული სპეცოპერაციის ნაწილი, რეალურად ცოცხით გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს ელისო კილაძე.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...