გამქრალი ვიდეოები საარჩევნო უბნებიდან – “აი, ფაქტმა” ცესკოს ჩანაწერები შეამოწმა

0
342

ცესკომ ხმების დათვლის პროცესის 398 ჩანაწერი ან დამალა ან უბრალოდ ეს ჩანაწერები არ არსებობს. “აი, ფაქტმა” ცესკოს ჩანაწერები შეამოწმა.

ამ არჩევნებზე ცესკომ პირველად ჩაიწერა უბნებზე ხმების დათვლის პროცესი, თუმცა, არასრულად. ვიდეოგადაღება დაგეგმილი იყო 3,200 უბანზე.

არჩევნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ 3,200 უბანზეც ვერ მოხერხდა სრულად გადაღება. “აი, ფაქტის” ინფორმაციით, 398 უბნის ჩანაწერი არაა ატვირთული. ცესკოს დათვლით კი 311 უბნის. გამომძიებელი ჟურნალისტის მანჩო ღოღობერიძის თქმით, ცესკომ ვიდეოეის არარსებობა ტექნიკური გაუმართაობით ახსნა.

უმეტესად კომისიის წევრები არ არიან ხოლმე მდივანთან, ისინი არ უყურებენ ნამდვილად გადააქვს თუ არა ის ციფრები, რაც შავ ფურცელზე ეწერა და შემაჯამებელი ოქმი არის სწორედ ის დოკუმენტი, სადაც ყველაზე ხშირად უშვებდნენ შეცდომებს კომისიის წევრები, სადაც ყველაზე მეტად ჩანდა დისბალანსი. არის უბნები, სადაც საერთოდ არ არის ატვირთული ხმების დათვლის ამსახველი პროცესის ვიდეოები. ცესკოს ეს არგუმენტი, რომ გაუმართაობის გამო მოხდა არ შეიძლება მივიღოთ, პირიქით მათივე მოუმზადებლობაზე მიუთითებს, ჩაატარეს ტრეინინგი, მაგრამ ვერ ასწავლეს პერსონალს , როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს ტექნიკა”, – ამბობს ჟურნალისტი მანჩო ღოღობერიძე.

“აი, ფაქტმა” ყურადღება ოთხ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა:

ვიდეოგადაღების ხარვეზები, რომელიც ხელს უშლის ხმების დათვლის პროცესის ზუსტ ასახვას;
ბიულეტენების დათვლის არაზუსტი წესი;
არჩევნების შედეგების ამსახველი ოქმის შავი პირის გაგზავნა საოლქო კომისიებში შესამოწმებლად;
შემაჯამებელი ოქმის შევსება კადრს მიღმა.
მიუხედავად იმისა, თუ რა არის წესი, ყველა უბანი სხვადასხვა დროს რთავდა კამერას. ზოგიერთი მაშინ, როცა მთვლელების არჩევის კენჭისყრა მიდიოდა; ზოგი მაშინ, როცა ხელმოწერებს ითვლიდნენ ან ურნებს ხსნიდნენ, ზოგან ბიულეტენები უკვე მაგიდაზე ეყარათ და კონვერტების ნაწილი გახსნილი იყო.

ასევე ქაოტურად ირჩევენ ადგილს, სადაც კამერა უნდა დაიდგას. კარგი იქნებოდა, კამერა ყველა შემთხვევაში ზუსტად ასახავდეს ხმის დათვლის პროცესს, ჩანდეს ბიულეტენზე შემოხაზული სუბიექტი და ასევე მთვლელების მაგიდა.

წინა სტატიაცოცხებით გაუპატიურება არ მომხდარა, ბედუკაძემ გვათამაშა ვიდეოში – პატიმრის აღიარება 9 წლის შემდეგ
შემდეგი სტატიარა მოხდა წუხელ, 28 ოქტომბერს ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური