მთავარისიახლეებიპოლიტიკაანზორ მელია: მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი...

ანზორ მელია: მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი

Published on

მე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო –  ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია, ასევე, შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნეები იქნებიან.

„მერია კორუფციისგან უნდა გავათავისუფლოთ. გზების მშენებლობა ერთსა და იმავე ქუჩაზე – სამჯერ, ოთხჯერ, აკეთებენ იქ, სადაც იგებენ, იქ სადაც “ნაციონალებს” აძლევენ ხმას, მოუწესრიგებელია.

ბოლო 9 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ქართველია ემიგრანტად, ბავშვები დედის სითბოს, დედის სუნის გარეშე იზრდებიან. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, მაგრამ შევუქმნათ პირობები. 14 ათასამდე ბავშვს სკოლაში უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს პენსია უნდა გავუზარდოთ და რაც მთავარია, პენსიის გაზრდასთან ერთად ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი უნდა ჩავუსახოთ. ხმა მომეცით, 30 ოქტომბერს, მოდით, ამათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

სიახლეები

ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურებოდი საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს – თემურ ჯანაშია

"ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურებოდი საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს", - ეს განცხადება პიჯაკების საქმის სასამართლო...

ხვალ დამაკავებენ – ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე არ გამორიცხავს, რომ ხვალ დააკავონ - მან ცოტა ხნის წინ გაიგო,...

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი...

Starlink არასოდეს გათიშავს თავის ტერმინალებს უკრაინისთვის – მასკი

SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ...