მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სააკაშვილი დღეიდან უარს ამბობს იმ პროცედურებზე, რაც მას შიმშილობას უმსუბუქებს" - უკრაინელი...

“სააკაშვილი დღეიდან უარს ამბობს იმ პროცედურებზე, რაც მას შიმშილობას უმსუბუქებს” – უკრაინელი ექიმი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ექიმის მაქსიმ პერებინისის ინფორმაციით, ის დღეიდან სამედიცინო მეთვალყურეობაზე უარს ამბობს, რაც ავტომატურად ნიშნავს უარს ნებისმიერ სამედიცინო პროცედურაზე, ანალიზებსა და გადასხმებზე, რაც მას შიმშილობის პროცესს შეუმსუბუქებს.

“მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, ის უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ექიმმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში შემოვიდა. ის 27-ე დღეა, შიმშილობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...