“ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი…” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

0
655

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 27-ე დღეა, შიმშილობს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და უცხადებს, რომ მას გამბედაობა არა აქვს.

“მივმართავ ივანიშვილს – ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა.
შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე”, – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ის 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.

წინა სტატიადიმიტრი გორდონი, მისი ცოლი და ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
შემდეგი სტატიამორიგე რეანომობილით, კრიზისის შემთხვევაში, შესაძლოა, საავადმყოფომდეც ვერ მიასწრონ – უკრაინის ომბუდსმენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური