მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის და ვხედავთ...

ნიკა გვარამია: ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის და ვხედავთ რუსულ ტანკებს თბილისში

Published on

კატეგორიულად გამოვრიცხავთ გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

„საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის, მათ შორის წარმოდგენილი გვაქვს და ვხედავთ რუსულ ტანკებს თბილისში. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. „ქართული ოცნება“ და პირადად   ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განმარტებით, ციხის საავადმყოფო არის არალიცენზირებული იმ დახმარების აღმოჩენისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.

„არ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტები, რომელთაც ამ დახმარების გაწევა შეუძლიათ, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა და ახლა ხდება ამ ტექნიკის მობილიზაცია. სრულიად გამოვრიცხავთ უსაფრთხოებს მიზნებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას, რადგან ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე”, – განაცხადა გვარამიამ.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...