მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიშა, ციხიდან რომ გამოხვალ, ფოცხოში მოგცემთ ბინას" - წარწერა პლაკატზე "ოცნების" მიტინგიდან

“მიშა, ციხიდან რომ გამოხვალ, ფოცხოში მოგცემთ ბინას” – წარწერა პლაკატზე “ოცნების” მიტინგიდან

Published on

აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილმა, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ სახელისუფლო მიტინგში მონაწილეობს, პლაკატი მიიტანეს.

მიტინგზე პლაკატი წარწერით “აფხაზეთი” და მის გვერდით, იგივე სტილით დამზადებული პლაკატი გამოიფინა წარწერით: “მიშა, რომ გამოხვალ ციხიდან, ფოცხოში მოგცემთ ბინას”.

შეგახსენებთ, ფოცხო-ეწერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც წალენჯიხიდან 22 კმ-ით, ხოლო ჯვრის რკინიგზის სადგურიდან 4 კილომეტრითაა დაშორებული. ფოცხო-ეწერი ენგურჰესის მუშების დასახლების მიზნით შეიქმნა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იქ აფხაზეთიდან დევნილებისთვის დასახლება შექმნეს და ბინები დევნილებს გადასცეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...