მთავარისიახლეებიმინდა დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ სააკაშვილს დახმარებას ციხის საავადმყოფოში - უკრაინის სახალხო დამცველი

მინდა დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ სააკაშვილს დახმარებას ციხის საავადმყოფოში – უკრაინის სახალხო დამცველი

Published on

როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ირღვევა თუ არა მისი უფლებები – უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ამ წუთებში ხვდება.

როგორც მან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, დაინტერესებულია იმით, თუ რამდენად აღმოუჩენენ მოშიმშილე პრეზიდენტს დახმარებას ციხის საავადმყოფოში.

დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა მოვინახულოთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა, პირადად დავრწმუნდე, რამდენად არის შესაძლებლი ციხის საავადმყოფოში მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მე მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული ან დარღვეულიმისი უფლებები აქ”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ევგენი გრუშოვეცის საქართველოში არ შემოშვების საკითხზეც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ უფლებადამცველი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან:

“გუშინ ჩამოსული იყო ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. მას ეს ინფორმაცია მიაწოდეს უკან. ჩვენ უკრაინაში დაბრუნებისას გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...