,, ეს არის ისტორიული ბრძოლა ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოსა და სიბნელეს შორის.” – განაცხადა ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანი წითლიძემ ზუგდიდში გამართულ მრავალათასიან აქციაზე”ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის”სიტყვით გამოსვლისას
ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დავიხიოთ. არ გვაქვს უფლება ყოყმანის, უიმედობის, ნიჰილიზმის იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ადამიანი, რომელიც ახლა სამარტოო საკნიდან გვადევნებს თვალს და თავის ბრძოლით, თავგანწირვით გვაძლევს მაგალითს”, – განაცხადა ანი წითლიძემ .