ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმის, მუდმივად ჩართულია, ასევე იქნება მერობის შემთხვევაშიც – ანზორ მელია

0
332

ზუგდიდში გამართულ ოპოზიციის მიტინგზე მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა ანზორ მელიამ ამომრჩევლებს მიმართა და დაჰპირდა, რომ ის ყველას მერი იქნება:

“აგერ, გვერდით მერიაა და მინდა მივმართო მერიის თანამშრომლებს: “მე “ბაბა იაგა” არა ვარ, არავის არაფერს ვერჩი, მერია უნდა გათავისუფლდეს კორუფციისგან, მე კი ვიქნები ყველა ზუგდიდელის მერი, იმათიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

“მომეცით ხმა, მოდით 30 ოქტომბერს და ჩემი გუნდი თქვენს ხმებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცავს. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმის, ჩართული იყო მუდმივად და ასევე იქნება მერობის შემთხვევაშიც”, – დაამატა ანზორ მელიამ.

წინა სტატიაზუგდიდში, ოპოზიციის მიტინგზე, საქართველოს დროშა ყოფილმა ძალოვნებმა მსვლელობით შეიტანეს
შემდეგი სტატიამერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური