მთავარისიახლეებიკონფლიქტებიПДШП - ქართული შაშხანა პუტინის გინებით, რომელსაც წარმოების ვიზა ბაჩო ახალაიამ მისცა

ПДШП – ქართული შაშხანა პუტინის გინებით, რომელსაც წარმოების ვიზა ბაჩო ახალაიამ მისცა

Published on

  • ლაშა ბერულავა

არავინ იცის, ლეგენდაა თუ სინამდვილე – ოფიციალური განმარტება არ არსებობს, მაგრამ ეს თქმულება პირველ ქართულ ანტისნაიპერულ შაშხანასთან ერთად დაიბადა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო და საქართველო იარებს იშუშებდა, ამის პარალელურად კი ქვეყანაში სამხედრო იარაღის წარმოებას ეყრ5ებოდა საფუძველი.

შესაძლოა, ამ თქმულების არსებობას ისიც უწყობს ხელს, რომ აბრევიატურის ოფიციალური გაშიფვრა ან უცნობია, ან ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრეში იციან.

მაშ, ასე: 2009 წელს ერთმა კირკიტა ტიპმა ძალიან მოინდომა და შექმნა ანტისნაიპერული შაშხანა. მერე კიდევ იკირკიტა და მიაღწია, რომ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეთვალყურეობით, ეს შაშხანა პოლიგონზე გამოეცადათ.

ჩვენმა სამხედროებმა და სნაიპერებმა შაშხანა შეათვალიერეს, ხელში შეატრიალ–შემოატრიალეს და გაოგნდნენ: შაშხანა ტოლს არ უდებდა “ბარეტს”, რუსულ შაშხანებთან კი შედარებაც არ შეიძლებოდა! ურჩევენ მინისტრს, კი არ ურჩევენ, პირდაპირ მოითხოვენ მისგან – ჩაუშვან იარაღი წარმოებაში! ხუმრობა საქმე ხომ არაა – პოლიგონზე წარმოდგენილი იარაღი სრულყოფას თითქმის არ საჭიროებს…

მინისტრმა მოუსმინა სპეციალისტებს და გადაწყვიტა, იარაღი წარმოებაში მიეღო. მიუახლოვდა ჩვენს კულიბინს (ასე უწოდებენ თვითნასწავლ ოსტატებს, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებაში, მანქანებისა და მექანიზმების შექმნა–გაუმჯობესება–გადაკეთებაში. უკავშირდება რუსი მექანიკოსის ივან კულიბინის სახელს, -რედ.), შეაქო და ჰკითხა: “რა დავარქვათ იარაღს?”,- ახალგამომცხვარი კონსტრუქტორი კი ამბობს: “მე ამ იარაღს უკვე ПДШП დავარქვი”.

ბაჩო ახალაია, ცოტა არ იყოს, დაიბნა – არათუ რუსულად, რაღაც საბჭოთა დასახელებასავით ჟღერდა ეს აბრევიატურა, მაგრამ რას იზამდა – ავტორის ნებას ვერ გადახვალ… ბოლოს მაინც უთხრა: “კარგი, მაგრამ აგვიხსენი, როგორ გავშიფროთ ეს აბრევიატურა, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ…”

„კულიბინმა“ გაიღიმა და უპასუხა: “ეს ძალიან მარტივად იშიფრება: ПДШП, ანუ – Путинис Дедас Ше**ци Пирши!”

ანტისნაიპერული შაშხანა წარმოებაში მიიღეს…

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...