მიხეილ სააკაშვილს ციხის ფანჯარა ამოუქოლეს

0
321

საქართველოს პრეზიდენტი სრულ იოზლაციაშია მოქცეული. საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გარესამყაროსთან კონტაქტი ციხის საკნის ფანჯრიდანაც შეუზღუდა. 320 საკნის ფანჯრები დღეს დილით ადმინისტრაციამ სპეციალური საშუალებებით დაბურა და ამოლუქა. ექსპრეზიდენტის კონტროლი ციხის საპირფარეშოშიც ხორციელდება. რამდენიმე საათის წინ პენიტენციურმა სამსახურმა საპირფარეშოში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, რომელმაც მსჯავრებული ცოტა ხნის წინ მოინახულა, პენიტენციურმა სამსახურმა დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის წერილების გამოტანაც აუკრძალა.

მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები. ის ვერსად ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარს. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს და ვერავინ ნახოს დავუშვათ, მისმა მომხრემ. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი და ახალია ამბავია დღეს, პირდაპირ როცა შევდიოდით, გამაფრთხილეს მე პირადად, რომ წერილის გამოტანა მიხეილ სააკაშილისგან არ შეიძლება, შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით, – განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფია ასევე, “ქართული ოცხნების” თავმდჯომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თითქოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში საკვებს იღებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმ მედიკამენტებს ღებულობს, რომლის მიღების რეკომენდაციაც კონსილიუმმა გასცა. ამის გარდა, ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტის თითოეული გადაადგილება და საუბარი დღის და ღამის სათვალთვალო კამერებით კონტროლდება.

კობახიძემ თქვა, რომ თითქოს ის რარაცა ჭამს… დავუჯერებდით თუ ორი დღე შეძლებენ ასეთ პირობებშ ყოფნას, რა პირობებშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის, გარდა იმ სიისა, რა სიაც მას მიაწოდა კონსილიუმმა ანუ ექიმებმა, არაფერს ღებულობს. ამ სიის შემადგენლობაშ შედის ისეთი რამ, როგორიც არის კალიუმი, ფოსფორი… ამ სიაში ნადმვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ამავე დროს, კარგად უდნა ვიცოდეთ, რომ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმოფება, ყველგან აყენია დღის და ღანმის ხედვის კამერები, საპირფარეშოშიც კი, მინდა გითხრათ. ასე რომ, მისი გადაადგილბეა სრულად კონტროლდება ციხის ტერიტორიაზე, ასევე, ყველგან აყენია ხმის ჩამწერი კამერები. ძალიან კარგად იციან რას მიირთმევს ის და რას არ მიირთმევს და თუ ასე ფიქრობენ, შეუძლიათ გამოქვეყნონ თუ ის რამეს ჭამს, – ამბობს ნაყოფია.

წინა სტატიაზუგდიდში, პროტესტის ნიშნად შსს კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა [Video]
შემდეგი სტატია42 ადამიანი გარდაიცვალა, 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – კორონავირუსის სტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური