ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა, ადვოკატები ხელისუფლების შესაძლო ზეწოლას არ გამორიცხავენ

0
179

პროფესორმა ზურაბ ფაღავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმი დატოვა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილის ერთერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ზურაბ ფაღავას წასვლა კონსილიუმიდან დამატებით კითხვებს აჩენს მედიკოსებზე ხელისუფლების შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით:

“რამდენიმე დღის წინ კონსილიუმში იმყოფებოდა ეს ადამიანი და იყო ერთ-ერთი წამყავნი წევრი კონსილიუმის, ამან შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსილიუმზე ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა.

ამ დრომდე მე პირადად არ მქონდა საფუძველი, რომ ექიმთა ჯგუფის კეთილსინდისირებაში დავეჭვებულებიყავი, და ეს აჩენს კითხვას, ხელისუფლება ხომ არ ახორციელებს ზეწოლას მათზე რომ მიიღონ მათთვის სასარგებლო და სასურველი რეკომენდაციები, ფაღავას გადაწყვეტილება შეიძლება ამ კონტექსტში წავიკითხოთ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ დღეს, რუსთავის ციხეში შესვლამდე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ზურაბ ფაღავას გადაწყვეტილების კომენტირება სთხოვეს.

შეგახსენებთ ასევე, ზურაბ ფაღავას განცხადებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იცრუა, როდესაც ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში არ განიხილებოდა.

წინა სტატია46 გარდაცვლილი, 1.942 ახალინფიცირებული – განახლებული კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიასრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს – ომბუდსმენი ე.წ. ციხის საავადმყოფოზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური