მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს-ში 2003 წლიდან ვმუშაობ, გადადგომის სურვილი აქამდე არ მქონია - გადამდგარი პოლიციის...

შსს-ში 2003 წლიდან ვმუშაობ, გადადგომის სურვილი აქამდე არ მქონია – გადამდგარი პოლიციის მაიორი

Published on

შსს-ს თანამშრომელი ვარ 2003 წლიდან, ამ ხნის განმავლობაში გადადგომის სურვილი არ გამჩენია და ეს ნაბიჯი გადავდგი ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად, – აცხადებს “მთავარ არხთან” ინტერვიუში პოლიციის მაიორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბერიშვილი, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

“იყო კარგი პოლიციელი, ის ხელს უშლიდა “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში, და სწორედ ამიტომ ჩაუდეს იარაღი, ეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება”, – ასე პასუხობს ბერიშვილი შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, იარაღი ჩაედო ლექსო რაფავასთვის და დაეკავებინა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჯერაც მუშაობს სტრუქტურაში, ისევე ფიქრობს, როგორც თვითონ და მიუღებლად მიიჩნევს ყოფილი ძალოვნებისადმი რეპრესიებს.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ლექსო რაფავას რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს და დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და ლექსო რაფავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სახლში იარაღი არ ჰქონია, ხოლო მისი დაკავება უკავშირდება არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებს ერთიანი ოპოზიციის სასარგებლოდ.

რამდენიმე დღის წინ ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია კიდევ ერთმა პატრულ-ინსპექტორმა და სასაზღვრო პოლიციის ანაკლიის განყოფილების უფროსმა დატოვა.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...