მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს-ს კიდევ ერთი ოფიცერი ტოვებს - პოლიციის მაიორი რომან ანთია გადადგა

შსს-ს კიდევ ერთი ოფიცერი ტოვებს – პოლიციის მაიორი რომან ანთია გადადგა

Published on

შსს-ს იმერეთის საგანგებო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი, პოლიციის მაიორი რომან ანთია პროტესტის ნიშნად ტოვებს თანამდებობას. – ამის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა ყოფილმა ძალოვანმა, ენმ-ის წარმომადგენელმა ნიკო მიქაიამ.

ნიკო მიქაიას განცხადებით, რომან ანთია სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს კახა რაფავას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, თავის საცხოვრებელ სახლში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

“ჯაჭვი არ წყდება და გრძელდება. ძალიან ბევრი ღირსეული თანამშრომელი არ ემორჩილება უკანონო ბრძანებებს და პროტესტს გამოთქვამს. მინდა მივმართო პოლიციელებს, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. რაც შეეხება რომა ანთიას, ის ზუგდიდელია, მაგრამ იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში მსახურობდა და დღეს მესამეა ძალოვანთაგან, ვინც პროტესტის ნიშნად შსს დატოვა. აქვე უნდა განვაცხადო, რომ არცერთ გადამდგარ ძალოვანს, თადარიგის ოფიცერს, რომელიც ცდილობს შეაჩეროს არჩევნების გაყალბება, არ ატარებს უკანონოდ არაფერს და ვთხოვ ზემოთ, თავი შეიკავონ შემდგომი რეპრესიებისგან”, – განაცხადა ნიკო მიქაიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ ძალოვანთა მიმართ დაწყებული რეპრესიები გააპროტესტეს და თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ, ანაკლიის სასაზღვრო განყოფილების თანამშრომელმა რევაზ ლაზიშვილმა, მაიორმა თემურ ბერიშვილმა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გუგავამ და პოლიციის მაიორმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელმა რომან ანთიამ.

აქვე გეტყვით, რომ ხობის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ადვოკატის, ოჯახის წევრებისა და ოპოზიციის მტკიცებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის საცხოვრებელ სახლში იარაღი და საბრძოლო მასალა “ამოიღეს”.

სიახლეები

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....