სახალხო დამცველი თუ უარყოფს, “ვსიო”, მიღებულია, ძმაო – კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

0
301

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. განცხადებაში ჩამოთვლილია ის მიზეზებიც, რის გამოც ომბუდსმენის აპარატი ამ დასკვნამდე მივიდა.

“სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსიო მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი”. – ასე გამოეხმაურა მერობის კანდიდატი “ოცნებიდან” სახალხო დამცველის პოზიციას.

სრულფასოვნად არ შეესაბამება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს – ომბუდსმენი ე.წ. ციხის საავადმყოფოზე

“თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”. – ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად რუსთავის ციხეში შიმშილობს.

წინა სტატიაგიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კოალიციური შეთანხმება გააფორმა
შემდეგი სტატია,,მარტო სახლში” – ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების”აქციაზე არ მივა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური