ქართული ოცნება 27 ოქტომბერს თბილისში აქციას აანონსებს

0
199
 ქართული ოცნება თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.როგორც ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, აქცია 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

“ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.

“არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას – მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ეს არის კონტრაქცია თუ რეალური აქცია”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის”, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ დაანონსებული აქცია არ არის ენმ-ის აქციის საპირწონედ დაგეგმილი შეკრება.

ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.

წინა სტატია“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი…” – ზუგდიდში “კუნთმაგარი ბიჭები” გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური