მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

0
360

მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხალხის პროტესტი “ქართულ ოცნებას” წალეკავს.

თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

“ზოგადად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევიკრიბეთ იუსტიციის სამინისტროსთან მოთხოვნით,  რომ მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში და არც ერთ შემთხვევაში გლდანის ციხეში, იმიტომ, რომ როგორც კონსილიუმის წევრებმა გასცეს რეკომენდაცია, ასევე სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს კლინიკა არ პასუხობს იმ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს მიხეილ სააკაშვილი უახლოესი საათების განმავლობაში. გარდა ამისა, არსებობს მისი უსაფრთხოების პრობლემა.

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას აფრთხილებენ, რომ თუ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, საზოგადოება პასუხს მას მოსთხოვს

ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, არ დაუშვან ეს და არ გააგრძელონ შურისძიება მიხეილ სააკაშილის წინააღმდეგ, ვაფრთხილებთ იუსტიციის მინისტრს, რომელიც არ მგონია, რომ რამეს წყვეტდეს, მაგრამ ამით ვაჟღერებთ ზოგადად სახელისუფლებო ინსტიტუტების, პირადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ  მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლეს თუ საფრთხე დაემუქრება, ხალხის პროტესტი და რისხვა წალეკავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, – ამბობს ალიკა კუპრავა.

,, ნებისმიერ ჩინოვნიკს სახლში მივაკითხავთ და ამ ადამიანებს გამოვათრევთ სახლებიდან, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ბედი ახლა გადის ჩვენს თავისუფლებაზე”-  ამბობს  მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პროტესტის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

წინა სტატია ირაკლი ფირცხალავამ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა, მისივე თხოვნით, მეჩვიდმეტე დღეს შეწყვიტა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კოალიციური შეთანხმება გააფორმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური