მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

Published on

მიხეილ სააკაშვილმა  გუშინ მხარდამჭერებს მიმართა : გამარჯვება სულ ახლოსაა,  ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით, მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე… როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს… ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის…

მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც დღეს ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი – მინდა ყველას მალე პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები. გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...