,,მარტო სახლში” – ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების”აქციაზე არ მივა

0
416

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის ოთხშაბათს დაანონსებულ მიტინგზე აქციაზე მისვლისა და სიტყვის გამოსვლაზე უარი განაცხადა

კითხვაზე თუ რატომ, რის გამო არ დაესწრება პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ორგანიზებულ აქციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პასუხი მარტივია.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას”, – თქვა მან

ამ კითხვას შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან ირაკლი კობახიძეცა და მამუკა მდინარაძეც, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება   ინფორმაცია, რომ  ისინი ცდილობენ, ექსპრემიერმა წერილი გაავრცელოს და მმართველ პარტიას მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადოს

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის და “პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს”.

საიდან მოიტანეთ, საიდან იგონებთ-ხოლმე, ეს არის ტყუილი, სიცრუე”- თქვა კალაძემ “ტვ პირველის კითხვაზე, სთხოვეს თუ არა ექსპრემიერს დახმარება. 

წინა სტატიასახალხო დამცველი თუ უარყოფს, “ვსიო”, მიღებულია, ძმაო – კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
შემდეგი სტატიაჩემო მეგობარო მიშა, შენ ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება!” – ვალდის ზატლერსი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური