მთავარიUncategorized,,ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე.  თავი ანებონ პოლიტიკურ შურისძიებას და ...

,,ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე.  თავი ანებონ პოლიტიკურ შურისძიებას და გაათავისუფლონ სააკაშვილი”

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა უდიდეს რისკს შეიცავს:

სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკი. იმის გარდა, რომ პროფილი და ადგილი არ იმსახურებს ნდობას, ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე.  ესმით ეს, მიზანმინართულად აკეთებენ. დაუშვებელია მსგავსი მიდგომა. ყველას საზრუნავია არ დაუშვას სახელმწიფომ ეს რისკი”- ამბობს დეკანოიძე. 

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებიც, უფლებადამცველებიც და სხვებიც, ვინც ერკვევიან ვითარებაში, ყველა ამტკიცებს უკვე, რომ მისი გადაყვანა სასწრაფოდ არის აუცილებელი მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. თუ ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ამით ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას. მძიმდება თავად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაც საპატიმროში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, არის მისი გადაყვანა შესაბამის საავადმყოფოში, სადაც იქნება სრული მოცულობა იმ სერვისების, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ხოლო მთავარი გადაწყვეტილება ამის არის, რომ პოლიტიკურ შურისძიებას თავი უნდა დაანებონ და სააკაშვილი გაათავისუფლონ საპატიმროდან. ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე გიგი წერეთელი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, .,,ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, რიტორიკა და გადადგმული ნაბიჯები   მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა — მათ მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ და გადაწყვეტილი აქვთ იძიონ შური, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.”

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი არის ქართული ოცნების შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნა.”

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ  საფრთხეს, რაც შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვეს.

,,განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ სოლიდარობა ძალიან მაღალია საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ დამძიმდეს,  სახეზე გვექნება სამოქალაქო ესკალაცია და ქართულ ოცნებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ახლა უნდა გაუფრთხილდნენ, სული უნდა შეუბერონ, კარგად მოექცნენ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული სააკაშვილის კარგად ყოფნაზე.  მეტი გონიერებაა საჭირო, “ქართული ოცნების” სიჯიუტის ადგილი ამ მოცემულობაში ნამდვილად არ არის,”- განაცხადა მან

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...