ირაკლი ფირცხალავამ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა, მისივე თხოვნით, მეჩვიდმეტე დღეს შეწყვიტა

0
334

ყოფილმა პოლიციელმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტებს ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც ამისკენ თავად მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

“ჩემმა მეუღლემ შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა  თავისი მოთხოვნა გააჟღერა.17 დღე შიმშილობდა. ძალიან დასუსტებულია, იმდენად არის დასუსტებული, რომ პაემანზეც უარი თქვა, რომ გვენახა. დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული”, – განაცხადა ნინო ხვიტიამ

 

 

წინა სტატია,,ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე.  თავი ანებონ პოლიტიკურ შურისძიებას და გაათავისუფლონ სააკაშვილი”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური