გიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კოალიციური შეთანხმება გააფორმა

0
230

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კოალიციურ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

როგორც უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ფოთის განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები აუცილებელია.

“ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით – გაიზარდოს. ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც მათ ეკუთვნით და ამას სჭირდება ცვლილებები. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა”, – თქვა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, კოალიციური ერთობა მნიშვნელოვანია და სწორედ ის ქმნის განვითარების შესაძლებლობას.

“მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიდატის და მათი წევრებისთვისაც. თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო უნდა იყოს. ჩვენ ვცემთ პატივს მათ აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობით კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ფოთს”, – თქვა უგულავამ.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი თუ უარყოფს, “ვსიო”, მიღებულია, ძმაო – კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური