მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალოვანთა დემარში გრძელდება - პროტესტის ნიშნად შსს კიდევ ორმა პოლიციელმა დატოვა

ძალოვანთა დემარში გრძელდება – პროტესტის ნიშნად შსს კიდევ ორმა პოლიციელმა დატოვა

Published on

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობა დატოვა. პოლიციის რიგებს ტოვებს კიდევ ერთი თანამშრომელი – კრიმინალური პოლიციიდან ჯიმი გაგუა.

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ” – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა.

პროტესტის ნიშნად შსს-ს დატოვებას ადასტურებს თავად გიორგი ბერიშვილი, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს და დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და ლექსო რაფავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სახლში იარაღი არ ჰქონია, ხოლო მისი დაკავება უკავშირდება არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებს ერთიანი ოპოზიციის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე მიზეზით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია კიდევ ერთმა პატრულ-ინსპექტორმა და სასაზღვრო პოლიციის ანაკლიის განყოფილების უფროსმა დატოვა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...