შორაპანში გაჩერებული მატარებლის მგზავრებს ტვ პირველი და მარგვეთის ეპარქიის მამები დაეხმარნენ

0
338

წუხელ შორაპანში გაჩერებული მატარებლის მგზავრებს მარგვეთის ეპარქიის მამებმა წყალი და საკვები მიუტანეს.

ნოდარ მელაძის ,,შაბათის” მიმდინარეობისას “ტვ პირველის” ეთერში ერთერთმა მგზავრმა დარეკა და დახმარება ითხოვა. მისი თქმით, მატარებლის გაჩერებამ პრობლემები შექმნა, მგზავრებს არც საკვები და არც წყალი ჰქონდათ. ვაგონში კი მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ.

მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პოს­ი მეუფე მელქისედეკი ამ ინფორმაციის გახმაურებისთანავე დაუკავშირდა ტვ პირველს და დახმარების სურვილი გამოთქვა.

მოგვიანებით სიტუაცია განმარტა საქართველოს რკინიგზამ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზი დააზიანა რის გამოც გაჩერდა 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი: თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი

 

საქართველოს რკინიგზის ინფორმააციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

„ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში აღდგა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა.

ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო.

თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს”,  – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილიდან პრობლემა მოხსნილია

წინა სტატიაშორაპანთან სამგზავრო მატარებლებია გაჩერებული: თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი
შემდეგი სტატია,,ამ ტლუსა და გაუნათლებელს ევროპული დემოკრატია ევროპაში „შოპინგზე“ სიარული ჰგონია”- გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური