მთავარისიახლეებისაზოგადოებაშორაპანთან სამგზავრო მატარებლებია გაჩერებული: თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი

შორაპანთან სამგზავრო მატარებლებია გაჩერებული: თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი

Published on

სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რის გამოც 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია.

როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ძაბვის გაწყვეტილი ხაზი დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

შედეგად სამ საათზე მეტია დაუსახლებელ ადგილზე გაჩერებულია შემდეგი მიმართულებების მატარებლები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი.მატარებლებში მგზავრები, მათ შორის ბავშვები საკვებისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილი, რაც მთავარია მათ არავინ დაკავშირებია და არ იციან, როდის დამთავრდება ეს ტყვეობა.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....