ყველაზე დიდი რისკი, რაც მიხეილ სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა – ნიკა გვარამია

0
295

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მთავარი არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია, სხვა ადვოკატებთან ერთად საგანგებო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ე.წ. ციხის საავადმყოფო არ არის ის შერეული, მულტიფუნქციური კლინიკა, სადაც შიმშილობის 24-ე დღის შემდეგ შეიძლება იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი.

ამის მიზეზად ნიკა გვარამია ასახელებს გლდანის ციხის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების შესაბამისი სერვისების არარსებობას და უსაფრთხოების საკითხებს. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და დოპლერი. ამის გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილს ემუქრება, ეს გულის გაჩერებაა, ციხის საავადმყოფოში კი ამის პრევენცია შეუძლებელია იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში ჰყავთ კარდიოლოგები.

“ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა – ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც მოთავსება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, შერეული კლინიკა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატიაე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, იმიტირებული ბუნტი და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიამიშა, გამაგრდი! შენი ბედი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური