საპატრულო პოლიციის ზუგდიდის განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა თანამდებობა დატოვა

0
413

ზუგდიდში თანამდებობას პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი ტოვებს: პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა და კანცელარიაში ჩააბარა.

ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დავით ახალაიამ გაავრცელა.

ომარ არქანიას პროტესტი ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას და სახელდობრ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ლექსო რაფავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ადვოკატის, ოჯახის წევრებისა და ოპოზიციის მტკიცებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის საცხოვრებელ სახლში იარაღი და საბრძოლო მასალა “ამოიღეს”.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილს გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად მალე დასუსტდება – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ,,მოვფრინავ საქართველოში. თავისუფლების დროა! ”-
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური