მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში სამეგრელოს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ზუგდიდში სამეგრელოს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

Published on

ზუგდიდში სამეგრელოს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ბოლო დღეებში, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

საუბარია ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, რომლებსაც ოპოზიციონერები და თავად ყოფილი პოლიციელებიც პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ხელისუფლებას მიმართა და მათ წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით. თქვენმა შვილებმა ბედნიერ საქართველოში უნდა იცხოვრონ და ჩვენ, ვინც ვართ აქ, სამეგრელოს მერობის კანდიდატები, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს”,- ზუგდიდის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმაანზორ მელიამ და დასძინა:

მე ვარ ზუგდიდს მერობის მოხუცი კანდიდატი, მაღულარიო – მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს, დიდხანს დიდ სიკეთეს გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის”

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...