სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია – სუს

0
287

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმი თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება. ასე ეხმაურება უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მობილიზაციის შესახებ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას”, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  სპეცრაზმის მობილიზებას  ასევე, უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

წინა სტატიადადასტურდა კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
შემდეგი სტატიაBBC: იარაღი ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური