მიხეილ სააკაშვილს გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად მალე დასუსტდება – გრიგოლ ვაშაძე

0
253

,,მიხეილ სააკაშვილს გონება როგორც ყოველთვის “სამართებელივით” აქვს, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს” –  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს.

“რაზე ვილაპარაკე პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ,  რაც შეეხება იმას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია – ყველა პარტიის წევრობაზე და იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესოა ნაწილია დაკავშირებული”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

 

წინა სტატიაBBC: იარაღი ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის ზუგდიდის განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური