იუსტიციის მინისტრის ტყუილ-მართალი

0
270

იუსტიციის მინისტრი, რატი ბეგაძე უარყოფს, რომ ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა.

„მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”,- ამბობს რატი ბრეგაძე.რას არ გათქმევინებს რეჟიმის კონიუნქტურა

წინა სტატიაკონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ – ექიმი ყიფშიძე
შემდეგი სტატიაშორაპანთან სამგზავრო მატარებლებია გაჩერებული: თბილისი-ფოთი, ზუგდიდი-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური