მთავარისიახლეებიპოლიტიკადიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, "მაღურალიო", ამბობენ, მაგრამ დაგანახებთ, როგორი...

დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, “მაღურალიო”, ამბობენ, მაგრამ დაგანახებთ, როგორი მოხუციც ვარ – ანზორ მელია

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა ზუგდიდში, ანზორ მელიამ ზუგდიდში, ღია ცის ქვეშ, სამეგრელოს რეგიონების მერობის კანდიდატებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია მეორე ტურში გამარჯვებაში.

ანზორ მელიას თქმით, მისი კონკურენტი “ქართული ოცნება” მიუღებელ ფორმებს იყენებს იმისთვის, რომ მეორე ტურში მათი კანდიდატის სასარგებლოდ შეძლოს ხმების მობილიზება.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს.

“მადლობა იმის გამო, რომ პირველ ტურში გამამარჯვებინეთ და მადლობა იმისთვის, რომ ამ ასაკში უფალმა მომცა იმის უფლება, დამენახა თქვენი დიდი სიყვარული ჩემს მიმართ და ჩემი შვილის მიმართ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზუგდიდელებს. ღამე გუშინ ჩემი კონკურენტის პლაკატები და ბილბორდები გაიკრა და აწერია, წარმატება ბოლომდეო… რა წარმატება იყო, წაგებული ხართ და მთავრობას მინდა მივმართო, შეინარჩუნეთ სახე, ნუ ილანძღებით… თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს, რაც თქვენ გუშინ იკადრეთ, ის იყო მიუღებელი. ღარიბაშვილმა, რომელმაც აი აქვე, ახლოს, ასი კაციც კი ვერ მოაგროვა, მწვანე შუქი აგინთოთ”, – განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე ანზორ მელიამ.

ზუგდიდი ჩემი ქალაქია, ჩემი ახალგაზრდობის, ჩემი სიყვარულის ქალაქია, მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ჩემი ზუგდიდის გარეშე, – დაამატა ანზორ მელიამ.

“დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, “მაღურალიო” (მეგრ.-მომაკვდავი), ზოგი ამბობს, მაგრამ მე დაგანახებთ, როგორი მოხუციც ვარ – ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს მინდა ვემსახურო ჩემს ზუგდიდს”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...