დადასტურდა კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

0
270

23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 790, ხოლო გარდაიცვალა — 42 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 31 051, ხოლო PCR-ით — 21 436.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 7 დღის — 9,09%, ხოლო 14 დღის — 8,94%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა;
  • აჭარა — 119;
  • იმერეთი — 876;
  • ქვემო ქართლი — 283;
  • შიდა ქართლი — 300;
  • გურია — 78;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 322;
  • კახეთი — 734;
  • მცხეთა-მთიანეთი — 123;
  • სამცხე-ჯავახეთი — 107;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 63.

 

წინა სტატიარა იგეგმება სამეგრელოში – ზუგდიდისკენ დაძრული სპეცრაზმი და სპეცოპერაციის ვერსიები
შემდეგი სტატიასპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია – სუს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური