“ჭაბუკა რაფავა ზუგდიდში მთავარი საარჩევნო დესანტი იყო სანდრა რულოვსის არჩევნების დროს” – ნიკა გვარამია

0
642

ჭაბუკა რაფავას თანამდებობიდან გადადგომას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება და მისი საქმიანობის შესახებ წერს:

შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ჭაბუკა რაფავა გადადგა საარჩევნო ზეწოლის გამო.

ეს ის ჭაბუკა რაფავაა, ვინც ზუგდიდში მთავარი საარჩევნო დესანტი იყო სანდრა რულოვსის არჩევნების დროს და შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს.

მიხვდა კაცი.

ეს გადადგომა დომინოს პრინციპით იმოქმედებს.

ძალიან მალე ყველა მიხვდება და ყველა შესაბამისად იმოქმედებს.ps ყველა. მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ტვ იმედი საერთოდ მიხვდება”, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ჭაბუკა რაფავამ.

წინა სტატიაკიდევ არიან მოქმედი ძალოვნები, რომლებიც თანამდებობის დატოვებას აპირებენ – თენგიზ გუნავა
შემდეგი სტატიარა იგეგმება სამეგრელოში – ზუგდიდისკენ დაძრული სპეცრაზმი და სპეცოპერაციის ვერსიები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური