სამარცხვინოა პრემიერი ევგლენა, რომელიც ქალაქ-ქალაქ მათხოვრობს და ამავე დროს შხამს ანთხევს

0
257

,,უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. დააკვირდით, სამეგრელოში დაიარა, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს…” ასე გამოეხმაურა ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აგრესიულ რიტორიკას.

,,იცის ღარიბაშვილმა, რომ ის ხალხი, ვინც გვერდზე ედგნენ, ბატონი ხახუბია, ბატონი ლატარია და მათი ხელის ბიჭი, მერობის კანდიდატი ვაჭარაძე, ეს ხალხი რომ ფოთს აყროლებს თევზის სუნად? იცის რომ ეს ხალხია დამნაშავე? სამარცხვინოა პრემიერმინისტრი, რომელიც დადის ქალაქ-ქალაქ, მათხოვრობს.”

პრემიერად წოდებული მწვანე ევგლენა – ასე იხსენიებს გიგი უგულავა პრემიერ ღარიბაშვილს და განმარტავს, რატომ უწოდებს მას ,,ევგლენას”

დღეს კარდაკარ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვიყავი და უკან სახლში რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ ეს მწვანე ევგლენა – უმარტივესი სახეობა, ჩვენი პრემიერი, აღმოცენებულა დღეს ფოთში. გიჟივით დარბის, ცოფებს ყრის, მთელი სამეგრელო მოიარა, ყველას აგინა, შხამი დატოვა.

2012 წელს მალთაყვაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა გაკეთდა, ევროკავშირის დაფინანსებით, რომელსაც ღარიბაშვილი აგინებს. უკანასკნელი 8 წელია, სისტემა ვერ გააკეთეს, რომ ამ ნაგებობას დააერთონ და პალიატომში ჩაედინება მთელი კანალიზაცია. ამიტომ პალიასტომის პირას აღმოცენდა მწვანე ევგლენა, ეს უმარტივესი სახეობა, სხვა ვერაფრით ავხსნით დღეს ღარიბაშვილის, ამ მწვანე ევგლენას, აღმოცენებას ფოთში, პალიასტომის ნაპირზე.

ამიტომ სწრაფად უნდა გავაკეთოთ მათი მიტოვებული საქმეები, რადგან ამ მწვანე ევგლენას მართლა პრემიერი არ ეგონოს თავი.

რასაც ვუყურებდით ამ 2 დღის განმავლობაში, ყველა ზღვარს გადასცდა ღარიბაშვილი.

ჩამოვიდა ქალაქში, მეტი არაფერი აწუხებს ჩემი ლანძღვის გარდა, არადა გადათხრილია ქალაქი, თევზის სუნს მიაქვს ყველაფერი, რადგან მისმა მხარდამჭერმა ბიზნესმენებმა თევზის იაფიანი ქარხნები აამუშავეს და სუნს მიაქვს ქალაქი – განაცხადა გიგი უგულავამ ,,ტვ პირველზე” ჩართვისას.

დღეს ფოთში ვიზიტისას პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციის კანდიდატი, გიგი უგულავა, კრიმინალში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ,,უგულავა ფოთში მოსაპარად და დასანგრევად ჩამოვიდა”.

წინა სტატიაჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, “ხელისუფლებას” ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბესარიონ აპლიამ „მზაკვრობა“ უწოდა საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, თბილისში განიხილონ პრობლემატური საკითხები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური