მთავარისიახლეებიმსოფლიორასა იუკნევიჩიანე: ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, თვალ-ყური ვადევნოთ, რა ხდება საქართველოში,...

რასა იუკნევიჩიანე: ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, თვალ-ყური ვადევნოთ, რა ხდება საქართველოში, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან

Published on

,,ბევრ ევროდეპუტატს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს, შესაბამისად უნდა გაუფრთხილდნენ მოკავშირე დასავლელ პატრნიორებს. მეგობრებზე თავდასხმით თავს ესხმი შენი ქვეყნის ინტერესებს” – ასე პასუხობს ევროპარლამენტარის გავლელიანი პოლიტიკოსი რასა იუკნევიჩიანე პრემიერ ღარიბაშვილის სიძულვილის ენით სავსე განცხადებებს.

ვიცი, რომ ღარიბაშვილმა კუბილიუსი და ფოტიგა მოიხსენია. ისინი სიტყვებით ომში ღარიბაშვილთან არ შევლენ, მაგრამ მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას: პრემიერი ამბობს, რომ მათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ, მაგრამ ეს არასწორია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, რომ თვალ-ყური გადევნოთ. ის რაც პრემიერმა ბოლო დროს ისაუბრა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდგება, როცა თავს ესხმი შენს მეგობრებს, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ისინი კი ბევრი არ გყავს. ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს. მეგობრებზე თავდასხმით, შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოშია. დამიჯერეთ ბევრ ევროპარლამენტარს არ ადარდებს რა ხდება საქართველოში და არც ინტერესი აქვთ, მაგრამ თქვენი მეგობრებისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, როცა ჩვენი მეგობრები იყენებენ სიძულვილის ენას”, – ამბობს რასა იუკნევიჩიანე.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...