,,ბევრ ევროდეპუტატს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს, შესაბამისად უნდა გაუფრთხილდნენ მოკავშირე დასავლელ პატრნიორებს. მეგობრებზე თავდასხმით თავს ესხმი შენი ქვეყნის ინტერესებს” – ასე პასუხობს ევროპარლამენტარის გავლელიანი პოლიტიკოსი რასა იუკნევიჩიანე პრემიერ ღარიბაშვილის სიძულვილის ენით სავსე განცხადებებს.
ვიცი, რომ ღარიბაშვილმა კუბილიუსი და ფოტიგა მოიხსენია. ისინი სიტყვებით ომში ღარიბაშვილთან არ შევლენ, მაგრამ მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას: პრემიერი ამბობს, რომ მათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ, მაგრამ ეს არასწორია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, რომ თვალ-ყური გადევნოთ. ის რაც პრემიერმა ბოლო დროს ისაუბრა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდგება, როცა თავს ესხმი შენს მეგობრებს, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ისინი კი ბევრი არ გყავს. ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს. მეგობრებზე თავდასხმით, შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს.
ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოშია. დამიჯერეთ ბევრ ევროპარლამენტარს არ ადარდებს რა ხდება საქართველოში და არც ინტერესი აქვთ, მაგრამ თქვენი მეგობრებისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, როცა ჩვენი მეგობრები იყენებენ სიძულვილის ენას”, – ამბობს რასა იუკნევიჩიანე.