“ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახებს, რომ იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან

0
228
GEORGIA FRANCE

“ქართველი ხალხი მსოფლიოს დაანახებს, რომ იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას” – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში მისი დაბრუნების, შემდეგ დაპატიმრების, პოლიტიკური ბრალდებებისა და შიმშილობის შესახებ წერს და ეხმაურება 14 ოქტომბრის მრავალათასიან აქციას, რომელიც თბილისში, მის მხარდასაჭერად გაიმართა.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდს იხსენებს და ადარებს “ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა ეკონომიკურად, სამართლებრივად, დემოკრატიულად.


მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ხორციელდება, რის გამოც უკვე მესამე კვირაა შიმშილობს და ამის პასუხად, “ოცნების” ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან, მუქარას იღებს, რომ სასჯელს კიდევ დაუმატებენ.

“მთავარი კითხვა ბოლო დროს იყო, სურს თუ არა ქართველ ხალხს იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში და თავისუფალი იყოს. გასულმა კვირამ დაამტკიცა, რომ ჩვენ, ქართველებს, თავისუფლები გვინდა ვიყოთ.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიასანქციები ციხის ფანჯრიდან გახედვის გამო? – გრიგორიჩ, გაიღვიძე, დეპოში ხარ
შემდეგი სტატიაშსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რაფავა პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური